"აიაჩოს" პრეზიდენტ ალენ ორსინის თქმით, მან 33 წლის რუმინელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე უკვე მიაღწია შეთანხმებას.
ახლა კორსიკულ კლუბს მხოლოდ "ჩეზენასთან" საერთო ენის გამონახვა რჩება, რომელსაც თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გაყიდვა სურს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ფორვარდის "ჯენოაში" გადასვლა ჩაიშალა.
გასულ სეზონში მუტუმ "ჩეზენას" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
მომზადებულია RMCsport-ის მიხედვით