მილანი პედრო ლეონით დაინტერესდა

AutoSharing Option
ესპანური Marca-ს ცნობით, "მილანის" ხელმძღვანელობამ თვალი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ პედრო ლეონს დაადგა.

19 ოქტომბერს მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან, მაგრამ Marca ირწმუნება, რომ "როსონერი" ესპანეთის დედაქალაქს მარტო სათამაშოდ როდი ესტუმრებიან. გუნდის სამწვრთნელო შტაბს ლეონის დამატება სურს, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობა "სამეფო კლუბთან" ხსენებული ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევას შეეცდება.

ჩვენი მხრივ აღვნიშნავთ, რომ "მილანი" ლეონით უკვე მეორედ დაინტერესდა. საინტერესო ის ფაქტიცაა, რომ პედრო ლეონი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც კლუბმა მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს დაუკითხავად
შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული