ანტონიო კასანომ მილანის "ინტერში" სამედიცინო გამოკვლევა გაიარა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ მილანის "ინტერში" სამედიცინო გამოკვლევა გაიარა.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ 29 წლის ფორვარდი სრულიად ჯანმრთელია და გულზე არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში კასანოს იშემიური ინსულტი ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით ნახევარი წლის გამოტოვება მოუხდა.

ასე რომ, უახლოეს ხანში ფორვარდის "ნერაძურიში" გადასვლა ოფიციალურად გაცხადდება. "მილანმა" თანაქალაქელებს კასანო ჯამპაოლო პაცინიში გაუცვალა და დამატებით 7.5 მილიონ ევროსაც გადაიხდის.

"კასანოს გული წესრიგშია", - განაცხადა ექიმმა ბერაცომ, რომელმაც კასანოს გამოკვლევა ჩაუტარა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული