რა უნდოდა ბალოტელის ქალთა ციხეში?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი მუხლის ტრავმის მოშუშებითაა დკავებული და აღდგენით პროცესს სამშობლოში გადის, მაგრამ ბალოტელი რის ბალოტელი იქნებოდა, რამე სკანდალურ ისტორიაში რომ არ გარეულიყო...

"საღამოვდებოდა, როცა ციხის კართან მაგარი "მერსედესი" და ორი ჯანიანი ახალგაზრდა შევნიშნეთ, - ყვება ბრეშას ქალთა საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, - მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდით, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიო ბალოტელი იყო. ბიჭებმა გვითხრეს, ღია კარი დავინახეთ და არც გვიფიქრია, რომ სპეციალური საშვია საჭირო. ორივე იმით იყო დაინტრიგებული, რომ ქალთა ციხესთან მოხვდნენ. ბუნებრივია, ტერიტორიაზე არ
შემოვუშვით".

მეორე ჯეელი მარიოს უმცროსი ძმა ენოკ ბარვუა იყო, ვინც და ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის მორიგი სისულელის გამართლება ასე სცადა: "მარიოს ცუდი არაფერი ჩაუდენია. არ იცოდა, რომ საპყრობილის ტერიტორიაზე აპირბდა შეყწევას. როცა აუხსნეს, დაცვას ბოდიში მოუხადა და იქაურობას გაეცალა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული