ანდრეა სტრამაჩონი: ხავიერ ძანეტი რობოტია!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ "ვასლუესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩამდე გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი შეაქო.

არგენტინელი ფეხბურთელი 23 აგვისტოს "ნერაძურის" შემადგენლობაში მე-800 მატჩს ჩაატარებს.

"დაუჯერებელია! ცხოვრების მანძილზე არ მინახავს, მგონი, 800 მატჩი. რამენაირად ჩვენი კაპიტნის კლონირება უნდა მოვახერხოთ. ის უფრო რობოტია, ვიდრე ადამიანი", - აღნიშნა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ძანეტი "ინტერში" "ბანფილდიდან" 17 წლის ასაკში გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელმა უამრავ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამისა, 39 წლის ძანეტი ფეხბურთისადმი სიყვარულს არ კარგავს და კვლავ მხნედ გამოიყურება.

"ძალიან ბედნიერი
ვარ, რომ ამ ზღვარს მივაღწიე. სიმართლე გითხრათ, როცა "ინტერში" დებიუტი მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პირველი მატჩი იქნებოდა 800-დან. ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, რომ ეს ყველაფერი "ინტერთან" ერთად მოვახერხე.

მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა "ნერაძურის" შემადგენლობაში. თამაშის წინა ღამეს არ მეძინა. "სან-სიროზე" მხოლოდ თამაშიც კი ჩემი ოცნება იყო. 799 მატჩიდან საუკეთესო კი 2010 წელს იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა სანატრელ გამარჯვებას მივაღწიეთ", - თქვა ძანეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული