მაურიციო ძამპარინიმ "პალერმო" გაამხნევა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "პალერმომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და სასტიკი მარცხი იწვნია. წაგებაცაა და წაგებაც - სიცილიელებმა ნეაპოლელებისგან სამი უპასუხო გოლი მიიღეს და მეტოქეს, პრაქტიკულად, ვერაფერი დაუპირისპირეს.

ასეთ დროს კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, როგორც წესი, წყობიდან გამოდის ხოლმე, მაგრამ ამჯერად სულ სხვაგვარად მოიქცა - გუნდის ვარჯიშს დაესწრო და წვრთნის შემდეგ ფეხბურთელებს სათითაოდ გაესაუბრა. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, გაამხნევა ისინი და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ფეხბურთელებს პირადად შევხვედროდი და გამემხნევებინა ისინი, რადგან "ნაპოლისთან" განცდილი მარცხის შემდეგ გულგატეხილნი ჩანდნენ. მართალია, მძიმე
მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ტური იყო და დაკარგული ქულების ასანაზღაურებლად საკმარისზე მეტი დრო გვექნება.

"ნაპოლისთან" ცუდად სულაც არ გვითამაშია, თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო და გოლებიც ბლომად გავუშვით. ეს ტრავმათა ეპიდემიის ბრალიცაა, რომლის გამოც ჯუზეპე სანინოს მოკლე სათადარიგო სკამი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული