ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს გაცხადდება.
"მილანის" მაისურის ტარება დიდი პატივია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
"როსონერიმ" ბევრი ფეხბურთელი გაყიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც ძლიერ გუნდად რჩება და ყველა ფრონტზე შეუძლია ბრძოლა. ამისთვის თავს არც მე დავიშურებ", - თქვა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოიანის გადაბირება ასევე "მალაგასაც" სურდა.
"მალაგა"? ამის შესახებ პრესიდან მქონდა გაგებული, თუმცა ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "მილანის" ფეხბურთელი ვარ", - აღნიშნა კრკიჩმა.
მომზადებულია