ფრანჩესკო გვიდოლინი "უდინეზეს" დატოვებს?

AutoSharing Option
იტალიურ მასმედიაში "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფრანჩესკო გვიდოლინის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული.

საქმე ისაა, რომ "უდინეზეს" თავკაცი 29 აგვისტოს გუნდის ვარჯიშს არ დასწრებია. "ზებრები" 28 აგვისტოს "ბრაგასთან" პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.

მიიჩნევენ, რომ 56 წლის სპეციალისტი 29 აგვისტოს კლუბის პრეზიდენტ ჯინო პოცოსთან გამართავს მოლაპარაკებას, რომლის შემდეგაც "უდინეზეში" მისი მომავალი ბედი გაირკვევა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული