"რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქე წაგებას არ იმსახურებდა. მატჩის ბოლო 20 წუთი ათი კაცის შემადგენლობით დე როსის ტრავმის გამო ჩავატარეთ და შეიძლებოდა, სულაც წაგვეგო.
არადა, რა დასამალია, სასტარტო მატჩში სამი ქულის აღება გვსურდა, თუმცა ფრეც არაა ურიგო შედეგი.
ბულგარეთის ნაკრები კარგად თამაშობდა, თუმცა ამის უფლება მათ თავად მივეცით.
აშკარაა, იტალიის ნაკრებმა მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა", - უთხრა ბუფონმა იტალიურ პრესას.
ასევე იხილეთ:
ინგლისმა მსოფლიოს შესარჩევი მოლდოვას დარბევით დაიწყო