"მილანის" ფორვარდი პოლიციამ დააკავა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი მბაიე ნიანგი, რომელიც "როსონერიში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, პოლიციამ ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო დააკავა.

პოლიციის დასკვნაში წერია, რომ ფეხბურთელი მილანის მახლობლად დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგ მოთამაშეს 2012 წლის 19 დეკემბერს 18 წელი შეუსრულდება, რის შემდეგაც ის მართვის მოწმობის აღებას შეძლებს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ "კანას" ყოფილ ფეხბურთელს უკვე ჰქონდა დებიუტი იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში, სადაც "მილანმა" "ბოლონია" 3:1 დაამარცხა.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული