მისმა დამოძღვრილმა "უდინეზემ" ორი მარცხი განიცადა და სატურნირი ცხრილის ფსკერზეა. ამასთან, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მიღმა დარჩა.
მართალია, ფრიულელებს საწყის ტურებში ერთობ რთული კალენდარი ჰქონდათ, "იუვენტუსსა" და "ფიორენტინასთან" ჰქონდათ თამაშები, მაგრამ ასეთ შედეგებს გამართლება მაინც არ აქვს.
მიუხედავად ამისა, უდინური კლუბის მესვეურები გვიდოლინის გათავისუფებას ჯერ მაინც არ ჩქარობენ. აი, რას ამბობს ფრიულელთა ტექნიკური დირექტორი ანდრეა კარნევალე:
"შედეგებით ძალიან უკმაყოფილო ვარ, რაც ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების
კლუბში არის გარკვეული პრობლემები და არ შეიძლება, რომ ჯოხი მხოლოდ ერთ კაცზე გადატყდეს - გარწმუნებთ, ფრანჩესკოს ნდობის საკმაოდ დიდი მანდატი აქვს.
ასე რომ, გვიდოლინმა მშვიდად უნდა განაგრძოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს.
ნამდვილად შეგვწევს იმის რესურსი, რომ კრიზისს თავი მალე დავაღწიოთ და ქულების მოგროვება დავიწყოთ. დღეს ჩვენი ამოცანა ცხრილის ფსკერიდან ამოსვლაა და იმედი მაქვს, მიზნებს ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადავხედავთ.
შესაძლოა, დღეს უტოპიურად ჟღერს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ევროტურნირის საგზურის მოპოვება შეგვიძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"