მასიმილიანო ალეგრი: ყველაფერი არც ისე ცუდადაა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ატალანთას" (0:1) მარცხის შემდეგ საკუთარ გუნდზე ისაუბრა.

"ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ ერთი ქულით მეტი გვაქვს სამი ტურის შემდეგ, ვიდრე გასულ სეზონში.

რა თქმა უნდა წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ წინ ჩემპიონთა ლიგა გველის და რებალიტაციას მოვახერხებთ.

საკუთარ ძალების რწმენა უნდა დავიბრუნოთ. ფეხბურთელები უნდა გაიზარდონ და ბრძოლა ისწავლონ.

ჩემი აზრით, პირველ რიგში პრობლემა ფსიქოლოგიაში მდგომარეობს. ნერვიულობა და სიფრთხილე უნდა მოვიშოროთ, ამის შემდეგ შევძლებთ სწორ გზაზე დადგომას.

შარშან არცთუ ისე ძლიერ გუნდებთან სამ ქულას ვიღებდით, ხოლო გრანდებთან ხშირად
ვაგებდით. შესაძლოა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა", - თქვა ალეგრიმ.

მომზადებულია Rai Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული