ადრიანო გალიანი: უბრალოდ, მასიმილიანო ალეგრი უნდა მოდუნდეს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბში იტალიის ჩემპიონატის წარუმატებელი სტარტის შემდეგ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გადადგომის საკითხი არ განიხილება.

"აქ სალაპარაკოც არაფერია. უბრალოდ, ახლა ალეგრი უნდა მოდუნდეს. "მილანი" კი გამარჯვებებზე უნდა კონცენტრირდეს და ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნებას დაელოდოს.

კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ამ რთულ დროს გუნდთან, რაც შეიძლება, ახლოს ყოფნა მთხოვა", - განაცხადა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული