ახალი ხელშეკრულების თანახმად, ბრაზილიელის ხელფასი 1.8 მილიონი ევროდან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ამასთან, კონტრაქტი, მისი სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხის პუნქტსაც შეიცავს, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ბრაზილიელს 2015 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ერნანესით ლონდონის "ტოტენჰემი" აქტიურად იყო დაინტერესებული.