რობინიო "მილანს" "კალიარისთან" მატჩში დაეხმარება

AutoSharing Option
მცველი დანიელე ბონერა და ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო ტრავმის შემდეგ გამოკეთდნენ და 26 სექტემბერს "კალიარისთან" იტალიის ჩემპიონატის მატჩში "მილანის" დახმარებას შეძლებენ.

"უდინეზესთან" (1:2) შეხვედრაში ბონერა სათადარიგო შემადგენლობაში დარჩა, რობინიომ კი სერია A-ს ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა. ორივე ფეხბურთელმა 24 სექტემბერს დილით საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

"კალიარისთან" თამაში "მილანს" დისკვალიფიცირებული მცველის, კრისტიან საპატის და ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგის გარეშე მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული