ისედაც რთული მატჩის წინ "ბებერ სინიორას" სერიოზული პრობლემები შეექმნა - მან დიდი გაჭირვებით ჩააღწია დანიშნულების ადგილას. ამისთვის "იუვეს" ტურისტული ავტობუსის გამოყენება მოუწია.
გეგმის მიხედვით, გუნდი ფლორენციაში 24 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19 საათზე უნდა ჩასულიყო, მაგრამ ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავის მეთაურმა კურსის შეცვლა გადაწყვიტა და ქალაქ პიზას უახლოეს აეროპორტში დაეშვა. იქ ფეხბურთელები გარკვეული ხანი გაჩერდნენ და შემდეგ ჩვეულებრივ ტურისტულ ავტობუსში ჩასხდნენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ: