მარეკ ჰამშიკი: "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსთან" საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ამბობს, რომ მისი გუნდი ტურინის "იუვენტუსთან" საბრძოლველად მზადაა.

სერია A-ს ეს დაპირისპირება საერთაშორისო მატჩებით გამოწვეული შესვენების შემდეგ 21 ოქტომბერს გაიმართება.

შვიდი ტურის შემდეგ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ფეხდაფეხ მიდიან და საკუთარ აქტივში ორივე გუნდს 19 ქულა აქვს. ამიტომ მათი დუელი ახლა ჩვეულებრივზე უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

"იუვენტუსთან" სათამაშოდ ახლავე მზად ვართ, მაგრამ მეტოქეზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ბევრ ფეხბურთელს სანაკრებო მატჩები ელის.

მნიშვნელოვანია, რომ "უდინეზესთან" გამარჯვებას მივაღწიეთ, მაშინ, როცა უკვე ვიცოდით, რომ "იუვენტუსმა" თავისი თამაში მოიგო.

ჩვენ ერთნაირი ქულები გვაქვს. ამიტომ "ბიანკონერისთან" დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება", - თქვა ჰამშიკმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!11111
ლომი
11:53 09-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული