"ვეკია სენიორა" "პალერმოს" ესტუმრა, მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და კონტეს დაბრუნებაც იღბლიანი გამოდგა.
დისკვალიფიკაციის პერიოდში, ანტონიო პრესასთან არ ურთიერთობდა და შესაბამისად, მის მოსაზრებებთან გაცნობა განსაკუთრებულად საინტერესოა:
"განვლილი პერიოდი ჩემთვის იმაზე უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს წარმოუდგენია.
მდგომარეობას ის მიმსუბუქებდა, რომ ყოველდღიურად გუნდთან ერთად ვიყავი და საწვრთნელ პროცესებში ჩვეულებრივად გახლდით ჩართული.
საბედნიეროდ, დისკვალიფიკაცია მოვიხადე და დიდი იმედი მაქვს,
მინდა მადლობა გადავუხადო ანჯელო ალესიოს და მასიმო კარერას, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი სამუშაო - ისინი იმაზე უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამწვრთნელო საქმიანობაში, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო.
მათი რჩევები ჩემთვის პრიორიტეტი იქნება, რადგან გვაჩვენეს, რომ გუნდის გაძღოლა შესანიშნავად შეუძლიათ. რაც შეეხება "პალერმოსთან" მატჩს - უბრალოდ, ძლიერს გაუმართლა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"