67 წლის სპეციალისტი ბოლოს "ლაციოს" ედგა სათავეში და გასული სეზონის ფინიშზე პოსტი თავისივე სურვილით დატოვა. იქამდე "ნაპოლის" და ცოტა ხნით სპლიტის "ჰაიდუკს" მესაჭეობდა. დროა, სიტყვა თავად რეიას გადავცეთ:
"ზაფხულიდან მოყოლებული, დრო შესანიშნავად გავატარე, რადგან პირველად ბოლო ხუთ წელიწადში, ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. კარგად დავისვენე, ძალები მოვიკრიბე და მზად ვარ, სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე.
"ნაპოლისა" და "ლაციოში" გატარებული პერიოდი უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო და
ედი რეიამ "ლაციოს" თამაშიც შეაფასა და შემდეგი განაცხადა: "ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი ჩემს დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ეს ძალიან მახარებს.
დიდად არც ტაქტიკა შეუცვლია, არც სტრატეგია და არც შემადგენლობა. უნარიანად ხელმძღვანელობს გუნდს და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ კლაუდიო ლოტიტომ მისი დანიშვნით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"