ჩეზარე პრანდელი მარიო ბალოტელიზე ნერვიულობს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი შეშფოთებულია იმით, რომ მარიო ბალოტელი იშვიათად თამაშობს "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, ვერც გოლებით დაიკვეხნის.

განვლილი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩრდილშია მოქცეული და აშკარად ვერ პროგრესირებს.

არადა, მარიო 22 წლისაა და სწორედ ის დრო უდგას, თამაშიდან თამაშამდე რომ უნდა უმატებდეს. პრანდელიმ "კორიერე დელო სპორტთან" სწორედ ბალოტელის შესახებ ისაუბრა:

"მარიოს არ უდგას საუკეთესო დროება და ეს ძალიან მაწუხებს. იმ ასაკშია, როდესაც რეგულარულად უნდა თამაშობდეს და კლასს იმაღლებდეს.

ბალოტელი იტალიური ფეხბურთის იმედია და მისი
ასეთი მდგომარეობა ნამდვილად მაშფოთებს. მარიოს ორი ვარიანტი აქვს - ან უნდა დაუჯეროს მანჩინის და ყველა მისი მითითება ზედმიწევნით შეასრულოს, რაც ძირითადი შემადგენლობისკენ გაუხსნის გზას, ან საერთოდ დატოვოს ინგლისი და იტალიაში დაბრუნდეს.

თუ ალბიონზე რაღაც უშლის ხელს, ზამთარშივე უნდა გამოიცვალოს გარემო. ბალოტელის შესახებ მანჩინისთანაც ვაპირებ დალაპარაკებას და ყველაფერს უშუალოდ მისგან შევიტყობ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული