თუ არ გახსოვთ, აქვე შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებმა, პაოლო კანავარომ და ჯანლუკა გრავამ თამაშის გაყიდვასთან დაკავშირებით მიღებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ამის შესახებ ფედერკალჩოს შესაბამის უწყებებს არ აცნობეს.
არცნობა დამალვად შეფასდა და ორივეს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, "ნაპოლის" კი ორი ქულა ჩამოაკლეს.
თავის დროზე, დაახლოებით იგივე ბრალდებით ანტონიო კონტე დაისაჯა და გასაკვირი არაა, რომ "იუვენტუსის"
"ფედერკალჩოს ბევრი გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვარ. მთავარია, ფეხბურთელმა უარი თქვას მატჩის გაყიდვაზე და თუ როგორ მოიქცევა შემდეგ, ეს მისი გადასაწყვეტი უნდა იყოს.
არ შეიძლება ადამიანი დავსაჯოთ იმიტომ, რომ მან რაღაც არ გაახმაურა. შესაძლოა, კანავარო და გრავა ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამ ფაქტის დამალვით დანაშაულს სჩადიოდნენ.
თუმცა დამალვაც არასწორი სიტყვაა - მათ უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, ამ თემაზე ესაუბრათ. დანაშაულის გახსნა სამართალდამცავთა საქმეა და არა ფეხბურთელების. პირადად მე, "ნაპოლის" სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და ვფიქრობ, რომ მაცარის გუნდისთვის ორი ქულა არ უნდა ჩამოეკლოთ".
კონტეს განცხადებას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურლიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა: "ფედერკალჩომ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და ორი ქულა სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოგვაკლო. თუმცა, ქულებზე მეტად იმ ორი მოთამაშის ბედი მაღელვებს, რომლებიც უმიზეზოდ დაისაჯნენ.
პირადად მე, მათ მედალს ჩამოვკიდებდი იმისთვის, რომ თამაშის გაყიდვაზე უარი განაცხადეს და ისე მოიქცნენ, როგორც ნამდვილი სპორტსმენები უნდა იქცეოდნენ.
მადლობის სანაცვლოდ, მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და არა მგონია, ამან იტალიურ ფეხბურთს კარგი საქმე გაუწიოს.
ჩაშვებაზე ბევრი არ მოაწერს ხელს და რა გამოდის? - თუ მაინც უნდა დაისაჯო, ფულსაც აიღებ. მოკლედ, ფედერკალჩომ სულელური გადაწყვეტილება მიიღო და იმედია, ამას ხვდებიან. რაც შეეხება ანტონიო კონტეს, მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ნამდვილი კაცი და შესანიშნავი ადამიანია.
სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, რომ თავის დროზე მისი უფლებებისთვის არ ვიბრძოლე. არც კონტე იმსახურებდა დისკვალიფიკაციას და მაშინ მის გვერდით უნდა დავმდგარიყავით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"