კრისტიან ლედესმა არსად მიდის

AutoSharing Option
კრისტიან ლედესმას შესახებ იტალიურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

ხშირად წერენ, რომ 30 წლის არგენტინული წარმოშობის იტალიელს კლუბის გამოცვლა სურს და ამის გაკეთებას ამ ზამთარსვე აპირებს.

თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ "ლაციოში" ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს:

"არ დავმალავ, სეზონის წინ კლუბის გამოცვლაზე დავფიქრდი და წინადადებების განხილვაც დავიწყე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი "ლაციოშია".

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ყველაფერი მაკმაყოფილებს და რატომ უნდა შევიცვალო ნავსაყუდელი? ამიტომ არსად წასვლას აღარ ვაპირებ. გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს? - რადგან
ვამბობ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ, ე.ი. ახალი ხელშეკრულება აუცილებლად გაფორმდება".

ლედესმა რომ "ლაციოში" საჭირო ფეხბურთელია, ამაზე ვლადიმირ პეტკოვიჩის სიტყვებიც მეტყველებს: "თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანნი, ლედესმა არ უნდა გავყიდოთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული