ბიანკონერის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელმა ტურინში მედშემოწმება უკვე გაიარა და დიდი შანსია, 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე 2 იანვარს, საღამოსვე გაიჩარხოს.
რაც შეეხება მის ფასს, უწინ ვრცელდებოდა ცნობა, რომ "ბებერი ქალბატონი" პელუზოს იჯარაში მილიონ ევროს გაიღებდა, სეზონის ბოლოს კი, თუკი ფეხბურთელის გამოსყიდვას გადაწყვეტდა, "ატალანტას" კიდევ 4 მლნ-ს გადაურიცხავდა.
სხვა ინფორმაციით, "იუვენტუსი" იჯარაში ჯერ 1,5 მლნ-ს გადაიხდის, გამოსყიდვისას კი 3,5 მლნ-ს დაამატებს.