"კორიერე დელო სპორტმა" თვით სილვიო ბერლუსკონისთან მოახერხა გასაუბრება, რომელმაც სატრანსფერო კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. ბერლუსკონის ნააზრევს თემების მიხედვით გთავაზობთ...
მიდის, რათა დაბრუნდეს
ალეშანდრე პატომ პირადად მთხოვა, რომ ბრაზილიაში გავუშვათ, სადაც მასზე უფრო ნაკლები წნეხი იქნება. მესმის მისი, რადგან წლებია ტრავმებმა გატანჯეს და ამის ნიადაგზე, ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი შეექმნა. სამშობლოში დაბრუნება მას ისე სჭირდება, როგორც არასდროს და პირა
დიდიე დროგბა
დროგბა 34 წლისაა და არა მგონია მისი გადაბირება ჭკვიანური ნაბიჯი იყოს. საერთოდ, უნდა შევეშვათ ვეტერან ფეხბურთელებში მილიონების ხდას მაშინ, როდესაც შეგვიძლია, რომ მომავლის გუნდს ჩავუყაროთ საფუძველი. ჩემი პირადი აზრით, მასიმილიანო ალეგრი სწორად მუშაობს და გეგმის მიხედვით, ძველ სიმაღლეზე ორ-სამ წელიწადში დავბრუნდებით. ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
როდესაც ჩვენ ვარსკვლავებს მილიონებად ვყიდულობდით, კატალონიაში ახალი გუნდის მშენებლობას უყრიდნენ საფუძველს... თანამედროვე ტენდენციებს აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი და ეს ასეც იქნება. დროგბა დიდი ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ გეგმებში არ შედის.
მარიო ბალოტელი
როგორც ადამიანი, მარიო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ჩვენ ახალგაზრდულ გუნდს ვაკეთებთ, ასეთ დროს კი უმნიშვნელოვანესია გასახდელში იდეალური ატმოსფერო იყოს. იმედია მიმიხვდით და ამ თემიოს გავრცობა არ დამჭირდება. ბალოტელი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ხომ ხედავთ, "მანჩესტერ სიტიში" პრაქტიკულად არ უწევს თამაში. შესაძოა, ოდესმე მართლაც დავფიქრდეთ ბალოტელის გადაბირებაზე, მაგრამ დღეს, ეს საკითხი არ განიხილება.
ოქროს ბურთი
წლის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ლიონელ მესია და თუ რატომ, ყველამ კარგად ვიცით. არგენტინელი ფენომენალურად ირჯება და კოლოსალური რაოდენობის გოლები გააქვს. დიდი უსამართლობა იქნება, მესიმ "ოქროს ბურთი" რომ ვერ მოიგოს, რადგან 2012 წელს მას სერიოზული არაფერი მოუგია. იმედია, 91 გოლი წყალში არ ჩაეყრება და მთავარ ჯილდოს მოიპოვებს. რა თქმა უნდა, ჩემი სიმპათია ანდრეა პირლოსკენ იხრება, უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ, მესი საუკეთესოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სილვიო ბერლუსკონი: არაბული და რუსული კლუბები პატოს სანაცვლოდ 40 მლნ ევროს მთავაზობდნენ
"მილანი": დიდიე დროგბა თუ მარიო ბალოტელი?