იბრასთვის მთავარი გუნდია

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მზადაა, "მილანის" წარმატებებისთვის საკუთარი ამბიციები მოთოკოს.

"ამჟამად მთლიანად იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩემმა გუნდმა რაც შეიძლება წარმატებულად იასპარეზოს. კარიერის პირველ წლებში ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და პუბლიკა მასზე ლაპარაკობდეს, ამის შემდეგ კი ჭკვიანი მოთამაშე უნდა ხვდებოდეს, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია. როცა ჩემი თანაგუნდელები ბედნიერები არიან, ბედნიერი ვარ მეც. თითოეული მათგანის წარმატება ისევე მიხარია, როცა საკუთარი. "მილანში" ისეთი შესანიშნავი ატმოსფეროა, რომ მზად ვ
არ, მისთვის მოედანზე ყველაფერი დავტოვო", - ამბობს ზლატანი.

მან იქვე საქებარი სიტყვები არ დაიშურა "მილანის" დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის მისამართით: "ალეგრი მშვიდი ადამიანია და მოურინიოსა და კაპელოსგან განსხვავებით, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, მაგრამ ზუსტად იცის, როდისაა საჭირო ხმის აწევა. ალეგრი უდიდესი პიროვნებაა და "მილანის" წარმატებებში მისი წვლილი განუზომელია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული