შესაძლოა, ეს უფრო შედეგებზე ითქმის, ვიდრე თამაშის სანახაობრივ მხარეზე, მაგრამ მწვრთნელის მუშაობა რომ სწორედ შედეგებით ფასდება, ცხადზე უცხადესია.
"ბიანკოჩელესტე" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, იტალიის თასზე კი ნახევარფინალშია გასული.
დიახ, პირველი მეოთხედფინალური ჯახი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, რომაელებმა "კატანიას" უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი მიართვეს.
მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს,
მეორე ნახევარში ერნანესმა გაიბრწყინა და ორი მეტად ეფექტური გოლი გაიტანა - პირველ შემთხვევაში, რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააბოლოვა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და სოლო-რეიდი ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა.
დედაქალაქელებს კიდევ ბევრჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მოკლედ, "ლაციომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.
მატჩის შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩმა შეგირდები შეაქო:
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებთან მიწევს მუშაობა. ვშიშობდი, რომ ფეხბურთელები სათასო პაექრობისთვის სათანადოდ ვერ განეწყობოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
"ბიანკოჩელესტე" დიდი ტრადიციების გუნდია, მაგრამ მეორე მხრივ, ტიფოზები ტროფეებით განებივრებულნი არ არიან - ამიტომ თითოეულ გათამაშებას და თითოეულ პაექრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, რომ საუკეთესო "ლაციო" ჯერ კიდევ არ გვინახავს - გაზაფხულზე ფორმის პიკზე ავალთ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".
იტალიის თასი. 1/4-ფინალი
ლაციო-კატანია 3:0
გოლები: 1:0 რადუ (30), 2:0 ერნანესი (61), 3:0 ერნანესი (90).
ლაციო (4-5-1): ბიძარი - კავანდა (78. ბროკი), ბიავა, ცანა, რადუ (86. სიანი) - ლედესმა, გონსალესი, ერნანესი, კანდრევა (67. კონკო), ლულიჩი - ფლოკარი.
კატანია (4-3-3): ფრიზონი - კაპუანო (84. რიკიუტი), ლეგროტალიე, ბელუში, როლინი - ალმირონი, ისკო, ლოდი - ბარიენტოსი (68. კასტრო), გომესი, ბერგესიო (84. დუკარა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომის "ლაციოს" კაპიტანმა ტომაზო როკიმ კლუბის დატოვების შესახებ გამოაცხადა