ბოლო პერიოდში აღარაფერი ისმის დიდიე დროგბასა და ფერნანდო ლორენტეს შესახებ. სამაგიეროდ, წინა პლანზე სხვა გვარებმა წამოიწია. კერძოდ, “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” მესვეურები ლისანდრო ლოპესით დაინტერესდნენ და უახლოეს მომავალში წინადადებითაც მიმართავენ. 29 წლის არგენტინელი ბოლო სამი წელია, “ლიონში” ასპარეზობს. იქამდე კი “პორტუს” ღირსებას იცავდა. ფრანგულ გუნდში ლისანდროს 102 მატჩი აქვს ჩატარებული და 54 გოლი გატანილი.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით,
“გაძლიერებას ნამდვილად ვაპირებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასტრონომიული თანხების დახარჯვა გვაქვს განზრახული. ხმაურიან ტრანსფერებს ნუ ელოდებით, რადგან დღეს ამის აუცილებლობა, უბრალოდ, არაა. შესაძლოა, ყველა რგოლში თითო მოთამაშეც კი გადავიბიროთ, მაგრამ ვარსკვლავებზე რომ არ ვნადირობთ, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ. ფორვარდი? - კარგი თავდამსხმელი ნამდვილად არ გვაწყენდა, თუმცა უფრო მეტს ვერაფერს გეტყვით”.
რთული სათქმელია, რას გულისხმობს ბეპე მაროტა მეგა-ტრანსფერში და ვის გულისხმობს ვარსკვლავებში... ლისანდრო ლოპესი შესაძლოა ტოპ-ფორვარდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება და ვერც დიდიე დროგბას შევადაროთ, მაგრამ მისი ტურინში გადაბარგება რომ უხმაუროდ არ ჩაივლის, ესეც ფაქტია. ლისანდრო კარგი, გამტანი თავდამსხმელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლისანდრო ლოპესი სეზონის სტარტს გამოტოვებს