აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე გოლი პირველ 45 წუთში გავიდა.
მასპინძელთაგან გატანილი გოლებით ალესანდრო ფლორენცი და მატია დესტრო გამოირჩნენ, მილანელთაგან კი ერთადერთი გოლი როდრიგო პალასიომ შეაგდო.
Video
რომა - ინტერი 2:1
რომა - ინტერი 2:1
შეხვედრის შემდეგ დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა კომენტარი გააკეთა:
"პირველ ტაიმს ზედმეტად დიდი ენერგია შევალიეთ და ცოტა არ იყოს, გამოვიფიტეთ. ვცდილობდით, კიდევ გაგვეტანა, მაგრამ ეს ვეღარ შევძელით.
გამოვარჩევდი ერიკ ლამელას თამაშს, რომელმაც მუხლჩაუხრელად
გვაქვს უპირატესობა, რომელსაც საპასუხო მატჩში გამოვიყენებთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერს ისე კარგად ვაკეთებდით, შეგვეძლო, ანგარიში 4:0 გაგვეხადა", - აქვეყნებს ზემანის ნათქვამს Football Italia.
"რომასა" და "ინტერს" შორის საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მილანში, "სან-სიროზე" გაიმართება.