სერია A. XXIII ტური: სუპერმარიო "მილანში" დუბლით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
ორთა ბრძოლა სკუდეტოსთვის
იმის გამო, რომ იტალიის სარაგბო ნაკრებს კვირას 6 ერის გათამაშების ფორმატში საფრანგეთთან უწევდა საშინაო პაექრობა "ოლიმპიკოზე", "რომამ" "კალიარის" პარასკევს უმასპინძლა.

რომაული შეხვედრა ფატალური გამოდგა ზდენეკ ზემანისთვის და სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...

ზემანი სახლში
ვწერდით, რომ "კალიარისთან" წაფორხილების შემთხვევაში, ზდენეკ ზემანს პოსტის დატოვება მოუწევდა და ასეც მოხდა. ჩეხი სპეციალისტი უკვე გათავისუფლებულია "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მის ადგილს კი დროებით გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი: აურელიო ანდრეაცოლი იკავებხ.

"რომამ" ტერიტორიული უპირატესობით წარმართა "კალიარისთან" შეხვედრა და მომენტებიც თითქოს მეტი შექმნა,
მაგრამ მთლიანობაში, გაცილებით უკეთესი, უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთი სწორედაც რომ სარდინიელებმა ითამაშეს.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რაჯა ნაინგოლანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა. ტაიმის შუაწელს ფრანჩესკო ტოტიმ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში და თითქოს, "რომამ" სათავისოდ შეატრიალა მატჩის ბედი. თუმცა, მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მასპინძელთა მეკარემ მძიმე შეცდომა დაუშვა და ბურთი საკუთარ კარში შეაგდო...

დიახ, მაურო გოიკოეჩეა ჩაკიდებულ ბურთზე გავიდა, ჰაერიდან ჩამოხსნა და ბადეში შეაგორა (!)...

სიმბოლურია, რომ ზემანის ბოლო "რომაული" მატჩის მთავარი ანტიგმირი სწორედ ის მოთამაშე გახლავთ, რომელიც ჩეხმა ამოიჩემა და მის გამო მარტენ სტეკელებურგს თავი თადარიგში უკრა.

ფრთაშესხმულმა სარდინიელებმა დედაქალაქელებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს - ამ ყველაფრის ფონზე, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ, მარკინიოს გაქვითული ერთი ბურთი მასპინძელთათვის ვერაფერი ნუგეში გახლდათ.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში, "რომას" ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გავრცელდა:

"დღეიდან, ზდენეკ ზემანი გათავისუფლებულია "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. მადლობას ვუხდით როგორც პირადად ზემანს, ასევე მისი სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოსთვის.

სენიორ ზდენეკს წარმატებებს ვუსურვებთ, მის ადგილს კი დროებით აურელიო ანდრეაცოლი დაიკავებს".


VideoSportall.Ge
რომა - კალიარი 2:4


ერთი ამოსუნთქვით...
"ნაპოლიმ" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა "კატანია" და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. ვალტერ მაცარიმ ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა და დაცვა სამ მცველზე დატოვა.

უკანა ხაზში არსებული პრობლემები კი მარტივად გადაჭრა, დააყენა რა ძირითად შემადგენლობაში ტრადიციოულად ღრმა თადარიგისთვის განწირული ჯუზეპე გრავა.

მოკლედ, სენიორ ვალტერმა გარისკა და ამ რისკმა გაუმართლა.

VideoSportall.Ge
ნაპოლი - კატანია 2:0


"ლაციოს" კიდევ ერთი წაფორხილების ფონზე, "ნაპოლი" "იუვეს" ერთადერთ კონკურენტად მოსჩანს - ანუ, სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძვის.

თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა მასპინძელთა მაღალი კლასი და სათამაშო უპირატესობა. გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ნეაპოლელებს მეტის გატანაც შეეძლოთ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ნაპოლიმ" ძალების დაზოგვით მოიგო და მაცარის მატჩისშემდგომი სიტყვები ამის დადასტურებაა:

"კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით, რადგან სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ. ამასთან, დავხარჯეთ ზუსტად იმდენივე ენერგია, რამდენიც ამ მნიშვნელოვანი გამარჯვბებისთვის გვჭირდებოდა. სწორედ ასე უნდა ირჯებოდეს საჩემპიონოდ შემართული გუნდი და იმედია, ასევე გავაგრძელებთ.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი გოლი პაოლო კანავარომ გაიტანა
- ის ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ჩვენთვის პაოლო და რაოდენ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით მისი დისკვალიფიკაციის დროს.

საბედნიეროდ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა".

სტატუს-კვო ნაპოლისთან
"იუვენტუსი" ვერონაში ჩავიდა და იქაური "კიევო" დაამარცხა. ეს მოგება ტურინელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ და ამაზე სტუმართა რეაქციებიც ნათლად მოწმობდა.

მაგალითად, ჯანლუიჯი ბუფონმა იმდენად ემოციურად აღნიშნა მისი გუნდის ორივე გოლი, რომ ასეთი გადარეული მხოლოდ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე თუ გვინახავს.

გოლები კი ტურინელებმა ერთობ ეფექტური გაიტანეს, რომლებზეც ნამდვილად ღირს ორიოდე სიტყვის თქმა...

მატჩის მე-10 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არტურო ვიდალმა საჯარიმოში შეჭრილ ალესანდრო მატრის დიდებულად ჩააწოდა ბურთი და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარის ბადეში.

მეორე გოლი ტურინელებმა ერთი ამოსუნთქვით გაიტანეს და ამჯერად უკვე სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს - მატრიმ სებასტიან ჯოვინკო მონახა, რომელმაც თავის მხრივ შტეფან ლიხტშტაინერი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, დარტყმა კი აუღებელი გამოდგა...

ვერონელებმა მეორე ნახევრის სტარტზე იხეირეს და მატჩში ინტრიგა დააბრუნეს, თუმცა მეტის გაკეთება უკვე ვეღარ შეძლეს.

VideoSportall.Ge
კიევო - იუვენტუსი 1:2


"იუვემ" დაამარცხა მეტოქე და "ნაპოლისთან" 3-ქულიანი ინტერვალი შეინარჩუნა.

ინტერის მორიგი მარცხი
"სიენას" 6 ქულა რომ არ ჰქონდეს დაკლებული, მთლად ბოლო ადგილზე არ იქნებოდა, მაგრამ ერთ-ერთ აუტსაიდერობას ნამდვილად ვერ გაცდებოდა. აი, ამ აუტსაიდერს "ინტერი" ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია.

მატჩის წინ მასიმო მორატიმ კმაყოფილება გამოხატა მისი გუნდის გაძლიერებით სატრანსფერო ბაზარზე და იქვე დაამატა, იმედია ახალწვეულებს უახლოეს შეხვედრაშივე ვიხილავო.

იხილა კიდეც, ვიხილეთ ჩვენც, მაგრამ "ინტერს" ამით ბევრი არაფერი მოუგია - პირიქით, დამარცხდა და კიდევ უფრო გაირთულა მდგომარეობა.

მომენტების და გოლების აღწერას აღარ მოვყვებით, რადგან ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. "ინტერი" კრიზისშია, მაგრამ შეუძლია კი ანდრეა სტრამაჩონის გუნდს მეტი? - საკითხავი აი ეს არის...

იტალია. სერია A. XXIII ტური
რომა-კალიარი 2:4
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (4), 1:1 ტოტი (35), 1:2 გოიკოეჩეა (47-საკ. კარში), 1:3 საუ (53), 1:4 პიზანო (71), 2:4 მარკინიო (90).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, ბურდისო, მარკინიოსი, დოდო - ბრედლი, პანაიოტისი (60. დე როსი), ფლორენცი (60. მარკინიო) - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, როსეტინი (77. პერიკო), ასტორი, აველარი - ეკდალი, კონტი (80. კაზარინი), ნაინგოლანი - რიბეირო (88. კოსუ), იბარბო, საუ.
გაფრთხილება: პანაიოტისი, ლამელა - აველარი, ნაინგოლანი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 18-10(8-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 32 000

ტორინო-სამპდორია 0:0
ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ბრიგი, გაცი, სანტანა (85. ბირსა), მეჯორინი (64. ბიანკი) - ჩერჩი, ბარეტო (88. ჯონატასი).
სამპდორია (3-5-2): რომერო - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, მუნარი, პოლი, ესტიგარიბია (80. პოულსენი) - ედერი (72. სორიანო), იკარდი.
გაფრთხილება: გაცი - დე სილვესტრი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 7-3(2-0); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 14 000

ნაპოლი-კატანია 2:0
გოლები: 1:0 ჰამშიკი (31), 2:0 კანავარო (44).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, გრავა - მესტო, ჯემაილი, ბერამი (63. ინლერი), ცუნიგა (84. არმერო) - ჰამშიკი (77. ინსინიე) - პანდევი, კავანი.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, როლინი, სპოლი, კაპუანო - ისკო, ბიაჯანტი (72. ალმირონი), ლოდი - ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი.
გაფრთხილება: გრავა, ბერამი, ჯემაილი - სპოლი.
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-9(3-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 000

კიევო-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 მატრი (10), 0:2 ლიხტშტაინერი (42), 1:2 თერეუ (52).
კიევო (5-3-2): პუჯონი - სამპირიზი (46. სეიმური), დაინელი, ანდრეოლი, ცეზარი (46. აჩერბი), იოკიჩი - ლ. რიგონი, კოფიე (73. პელისიერი), ჰეტემაი - თერეუ, პალოსკი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - მარონე, ბარცალი, კასერესი - ლიხტშტაინერი (78. პადოინი), პოგბა, ვიდალი, პირლო, დე ჩელიე - ჯოვინკო (58. კვალიარელა), მატრი (88. ისლა).
გაფრთხილება: ცეზარი, კოფიე - დე ჩელიე.
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 6-13(3-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-პარმა 2:0
გოლები: 1:0 ტონი (27), 2:0 იოვეტიჩი (50).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, პისარო, მილიაჩო, ბორხა ვალერო (87. ლამა), პასკუალი - იოვეტიჩი (71. ელ ჰამდაუი), ტონი (79. ლარონდო).
პარმა (4-3-3): მირანტე - როზი (57. კოდა), ლუკარელი, პალეტა, გობი - მარკიონი, ვალდესი (67. მარიგა), პაროლო - ბიაბიანი, სანსონე, ბელფოდილი (57. ამაური).
გაფრთხილება: მილიაჩო - როზი, მარკიონი, სანსონე.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-9(7-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 000

ჯენოა-ლაციო 3:2
გოლები: 1:0 ბორიელო (16), 2:0 ბერტოლაჩი (21), 2:1 ფლოკარი (58), 2:2 მაური (82-პენ.), 3:2 მ. რიგონი (90).
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი, პორტანოვა - კასანი (25. ფერონეტი), კუჩკა, მათუზალემი, როსი (68. მ. რიგონი), მორეტი - ბერტოლაჩი (73. ოლივერა) - ბორიელო.
ლაციო (3-5-2): მარკეტი - სიანი, ცანა, რადუ - კონკო, გონსალესი, ლედესმა (64. ბროკი - 71. პერეირინია), მაური, ლულიჩი - ფლოკარი, კლოზე (46. კოზაკი).
გაფრთხილება: მანფრედინი, მათუსალემი, მორეტი - სიანი, ლულიჩი.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 6-7(4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 20 000

პალერმო-ატალანტა 1:2
გოლები: 0:1 კარმონა (54), 0:2 დენისი (71), 1:2 ნელსონი (83).
პალერმო (3-4-2-1): სორენტინო - დონატი, მუნიოსი, გარსია - ნელსონი, ბარეტო, ფაურლინი, დოსენა (57. დიბალა) - ილიჩიჩი (78. მალელე), ფაბრინი (69. ფორმიკა) - ბოსელი.
ატალანტა (4-3-1-2): კონსილი - სკალონი (56. რაიმონდი), სტენდარდო, კანინი, დელ გროსო - რადოვანოვიჩი (65. კაცოლა), ბიონდინი, კარმონა - ბონავენტურა, ჯორჯი - პარა (53. დენისი).
გაფრთხილება: ფორმიკა - სკალონი, რადოვანოვიჩი, კაცოლა.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-8(6-5); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 17 000

პესკარა-ბოლონია 2:3
გოლები: 1:0 ვეისი (30-პენ.), 1:1 დიამანტი (34-პენ.), 2:1 დაგოსტინო (44-პენ.), 2:2 ჯილარდინო (50), 2:3 კონე (67).
პესკარა (4-3-1-2): პერინი - ძანონი, კოსიჩი, არჩე, მოდესტო - რიცო, დაგოსტინო (71. ბარნასონი), კაშონე (79. აბრუსკატო) - ვეისი - ვუკუსიჩი (71. სელიკი), სფორცინი.
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - კერუბინი, სორენსენი, ანტონსონი - მოტა (77. გარიჩი), პერესი, ტაიდერი, მორლეო - დიამანტი (79. მოსკარდელი), კონე - ჯილარდინო (87. პასკუატო).
გაფრთხილება: დაგოსტინო, კაშონე, სფორცინი - პასკუატო.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-16(2-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 13 000

სიენა-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ემეგარა (21), 1:1 კასანო (22), 2:1 სესტუ (25), 3:1 როზინა (56-პენ.).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ბელმონტე, პაჩი, ფელიპე - ანჯელო, დელა როკა, რუბინი, ვერგასოლა - სესტუ (79. ბოლცონი), როზინა (69. ვალიანი) - ემეგარა (82. ბოგდანი).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან ჟესუსი, კივუ - სკელოტო (46. კოვაჩიჩი), ძანეტი, კუზმანოვიჩი, ნაგატომო - გუარინი (86. გარგანო) - კასანო (73. როკი), პალასიო.
გაფრთხილება: ბელმონტე, პაჩი - გუარინი.
გაძევება: კივუ (55. ინტერი).
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-14(6-7); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 11 000

მილანი-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 ბალოტელი (25), 1:1 პინცი (55), 2:1 ბალოტელი (90-პენ.).
მილანი (4-3-3): ამელია - აბატე, საპატა, ბონერა, კონსტანტი - მონტოლივო, ფლამინი (85. ტრაორე), ნოჩერინო (68. ბოიანი) - ელ შაარავი, ნიანგი (80. რობინიო), ბალოტელი.
უდინეზე (3-5-2): პადელი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი (80. მერკელი), ალანი, ლაძარი, სილვა მოისესი - მურიელი (68. პერეირა), დი ნატალე.
გაფრთხილება: მონტოლივო - დანილო, პინცი, ლაძარი.
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 20-6(9-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 000

VideoSportall.Ge
მილანი - უდინეზე 2:1


სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), ლამელა (რომა), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა); 8 - მილიტო (ინტერი), ერნანესი (ლაციო), საუ (კალიარი), ტოტი (რომა), დენისი (ატალანტა).

მომდევნო ტური
9 თებერვალი
იუვენტუსი-ფიორენტინა, ლაციო-ნაპოლი.

2 თებერვალი
პარმა-ჯენოა, ატალანტა-კატანია, კალიარი-მილანი, პალერმო-პესკარა, სამპდორია-რომა, ბოლონია-სიენა, უდინეზე-ტორინო, ინტერი-კიევო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: კალჩოს მარიო ბალოტელი უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული