ანტონიო კასანო: მილანის "ინტერის" ჩამოწერა ნაადრევია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი "ნერაძურისთვის" წარმატებული გამოდგება.

"ყველა იმას ამბობს, რომ "ინტერს" სეზონი ჩაუვარდა. ყველამ უკვე ჩამოგვწერა, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვიჩქარებდი.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზონიდან მხოლოდ სამი ქულა გვაშორებს. გარდა ამისა, იტალიის თასის ნახევარფინალში უნდა ვითამაშოთ და ევროპალიგის პლეი ოფში. შეგვიძლია სიტუაციის გამოსწორება - ყველაფერი ჩვენს ხელთაა.

"ინტერში" ბედნიერი ვარ. უფრო შეწყობილი გუნდი ჯერ არ მინახავს",
- თქვა კასანომ.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული