სერია A. XXIV ტური: როცა გოლი ფეხშიშველსაც გაგაქვს [VIDEO]

AutoSharing Option
XXIV ტურის ორი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა შაბათს გაიმართა - ტურინში "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა, რომში კი "ლაციომ" და "ნაპოლიმ" ქულები გაიყვეს.

შედეგად, "ვეკია სენიორამ" გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევართან, თუმცა ამ ყველაფერს ნეაპოლში მშვიდად შეხვდნენ.

"ქალბატონს" - 3 ქულა, "იებს" - პოტენციალი
"იუვენტუსმა" სრული უპირატესობით წარმართა "ფიორენტინასთან" შეხვედრა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ამით საქმეც მოთავდა. მე-20 წუთზე მირკო ვუჩინიჩმა ჩაიგდო ბურთი და საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ფლორენციელთა მეკარე უშანსოდ დატოვა.

მეორე გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა,
როდესაც არტურო ვიდალმა ბრძოლაში მოპოვებული ბურთი მეტოქის საჯარიმომდე მიათრია, ალესანდრო მატრი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელსაც მიზანმა არ უმტყუნა.

აღსანიშნავია, რომ დარტყმამდე მატრის მცველმა ბუცი გააძრო და ფორვარდმა გოლი გეტრით გაიტანა.

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - ფიორენტინა 2:0

მეორე ნახევარში"იუვენტუსი" თითქოს ძალებს ზოგავდა და მიუხედავად ამისა, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

რაც შეეხება "ფიორენტინას", გუნდი ნელ-ნელა თმობს პოზიციებს და ჩემპიონთა ლიგის ზონასაც უიმედოდ შორდება. ვეღარც სტევან იოვეტიჩია ძველებურად ყოჩაღი და ვეღარც ნახევარმცველებს უჭირავთ ბურთი დამაჯერებლად...

თუმცა "ვიოლას" აქვს პოტენციალი და სწორედ ამის იმედზეა ვინჩენცო მონტელა, რომელმაც ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"გოლი მალევე გავუშვით, შემდეგ კი "იუვემ" დიდოსტატურად ითამაშა და სადავეები ხელიდან აღარც გაუშვია. ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და ამ გზაზე ასეთი მატჩებისგან, რაც შეიძლება, მეტი უნდა ვისწავლოთ. "ფიორენტინას" დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც სწორი მიმართულება უნდა მივცეთ".

მაცარიმ გარისკა და ქულა იხსნა
"ლაციოსა" და "ნაპოლის" მატჩები ხშირად გამოდის დაძაბული, დრამატული, სანახაობრივი და გამონაკლისი არც ბოლო პაექრობა ყოფილა.

სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილზე მყოფმა გუნდებმა თავი არ დაზოგეს, ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ ქულები გაიყვეს.

ანგარიში შეხვედრის სტარტზევე რომაელებმა გახსნეს - მე-11 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნეაპოლელებმა საჯარიმოში სერჯო ფლოკარი უმეთვალყურეოდ დატოვეს. ამ უკანასკნელმა ზუსტი პასი კარგად დაამუშავა და უზუსტესი დარტყმით ბადეში გაახვია.

პირველი ტაიმი რომაელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ნეაპოლელები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხეირის ნახვას, თუმცა ეს საქმე მთლად კარგად არ გამოსდიოდათ.

სამხრეთელებს რაღაც უნდა შეეცვალათ და ვალტერ მაცარიმ ქმედითი ნაბიჯები მეორე ტაიმის სტარტიდანვე გადადგა. შუახაზელ ვალონ ბერამის ნაცვლად თამაშში ლორენცო ინსინიე ჩაერთო, რომელმაც მარცხენა გარემარბის როლი იტვირთა. სულ მალე კი კიდევ ერთი შემტევი, ომარ ელ ქადურიც ჩაერთო ბრძოლაში.

ელ ქადურის რა გითხრათ და ინსინიემ კი მართლაც გამოაცოცხლა თამაში... თავის ფლანგზე გააწამა რომაელი მცველები და სიხიფათო მომენტებიც ბლომად შექმნა.

მოკლედ, უპირატესობას ნეაპოლელები დაეუფლნენ, მაგრამ გოლი არ ჩანდა. ამასთან, რომაელები მწარედ იჩხვლიტებოდნენ კონტრშეტევებზე და ანგარიშის გაორებაც არაერთხელ შეეძლოთ.

მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მაცარი სრულ ვა-ბანკზე წავიდა - კიდევ ერთი შუახაზელი მოხსნა თამაშიდან და თავდამსხმელი ემანუელე კალაიო შეუშვა მინდორზე. შედეგად, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი "ნაპოლიმ" ექვსი გამოკვეთილი შემტევით ჩაატარა (!) - თავად განსაჯეთ, მოედანზე ერთად იყვნენ: მარეკ ჰამშიკი, გორან პანდევი, ლორენცო ინსინიე, ომარ ელ ქადური, ემანუელე კალაიო და რა თქმა უნდა, ედინსონ კავანი.

მოკლედ, მაცარიმ თავზე ხელი აიღო, რამაც გაუმართლა კიდეც. მატჩის 87-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ნეაპოლელებმა ფანტასტიკური, ზღაპრული გოლი გაიტანეს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს საგმირო საქმე არა ერთ-ერთმა შემტევმა იმ ექვსთაგან, არამედ მცველმა უგო კამპანიარომ გააკეთა.

32 წლის მცველმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ნახტომში, უძლიერესად დაარტყა და ცხრიანში ჩაჭედა, რამაც ნეაპოლელები ლამის ჭკუიდან შეშალა.

დარჩენილ წუთებში გუნდებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს და საბოლოოდ ფრეზე გაიყარნენ - 1:1.

VideoSportall.Ge
ლაციო - ნაპოლი 1:1

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "მინდა კომპლიმენტები ვუძღვნა როგორც ჩემს შეგირდებს, ისე მეტოქე გუნდს, რადგან ფანტასტიკური მატჩი ვიხილეთ. მაინც მგონია, რომ გამარჯვებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით, რადგან შეხვედრის დიდი ნაწილი უპირატესობით წარვმართეთ. სწორი გზით მივდივართ და მართალია, დღეს არ გაგვიმართლა, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება".

ვალტერ მაცარი (ნაპოლი): "ხასიათი გამოვავლინეთ და ამ ურთულეს შეხვედრაში ანგარიში გავათანაბრეთ. მართალია, "იუვენტუსმა" კიდეევ უფრო გაგვისწრო, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

"ლაციოსთან" გასვლაზე გვიწევდა თამაში და ამისთვის სადღაც, მზადაც ვიყავით. არ იფიქროთ, რომში ფრეზე სათამაშოთ ჩამოვედით, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ყოველთვის უნდა გაუწიო ანგარიში.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა, ლიდერთან ჩამორჩენა კი არც ისე დიდი".

ისევ ბალოტელი, ისევ პენალტი
კვირის მატჩებიდან "რომას" კიდევ ერთი მარცხი და "მილანის" წაფორხილება უნდა გამოვარჩიოთ. "ჯალოროსი" "სამპდორიას" ესტუმრა და მართალია, გაიბრძოლა, მაინც უშანსოდ წააგო.

"ჯალოროსის" ახალმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ ზდენეკ ზემანის ტაქტიკაზე უარი თქვა, გუნდი 3-4-1-2-ზე გადააწყო და ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა დანიელე დე როსი და მარტენ სტეკელენბურგი.

მოკლედ, სენიორ აურელიომ ყველაფერი იღონა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ რომაელებმა მატჩის მსვლელობისას თერთმეტმეტრიანი გააცუდეს - ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ პენალტი პაბლო ოსვალდომ მაშინ დაარტყა, როდესაც მოედანზე ფრანჩესკო ტოტიც იყო.

VideoSportall.Ge
სამპდორია - რომა 3:1

"მილანი" "კალიარის" ნეიტრალურ მოედანზე უნდა შეხვედროდა, მაგრამ ფედერკალჩომ ბოლო მომენტში სარდინიელთა აპელაცია დააკმაყოფილა და ლომბარდიელები კუნძულზე გაგზავნა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ვერაფერი ფეხბურთი აჩვენა და სახლში ქულასაც ვერ წაიღებდა, რომ არა დავიდე ასტორის უხეში შეცდომა - სარდინიელთა დაცვის ბურჯმა თერთმეტმეტრიანი აიკიდა, თავი გაიგდო და მარიო ბალოტელის ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

სუპერმარიომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად აქცია, "მილანმა" კი ქულა აიღო.

VideoSportall.Ge
ჯენოა - მილანი 1:1

იტალია. სერია A. XXIV ტური
იუვენტუსი-ფიორენტინა 2:0
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (20), 2:0 მატრი (41).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - მარონე, ბარცალი, პელუზო - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, დე ჩელიე (60. კასერესი) - ვუჩინიჩი (61. ჯოვინკო), მატრი (76. პოგბა).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, სავიჩი (46. ტომოვიჩი) - კუადრადო, პისარო, რომულო, ბორხა ვალერო, პასკუალი - იოვეტიჩი (74. ლიაიჩი), ტონი (57. ელ ჰამდაუი).
გაფრთხილება: პელუზო, მარკიზიო - ვივიანო, კუადრადო, პისარო.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 14-9(7-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 40 000

ლაციო-ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 ფლოკარი (11), 1:1 კამპანიარო (87).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - გონსალესი (90. საა), ლედესმა, კანდრევა, ერნანესი (72. ცანა), მაური (18. ლულიჩი) - ფლოკარი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, გამბერინი - მესტო (55. ელ ქადური), ინლერი, ბერამი (47. ინსინიე), ცუნიგა (80. კალაიო) - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
გაფრთხილება: დიასი, რადუ, ლედესმა, ერნანესი, ცანა - კამპანიარო, მესტო, ინსინიე.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18-10(6-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 000

პარმა-ჯენოა 0:0
პარმა (3-5-3): პავარინი - ბენალოუანე (61. კოდა), ლუკარელი, პალეტა - გობი (78. მესბა), მარიგა (5. ნინისი), ვალდესი, პაროლო, ბიაბიანი - ამაური, ბელფოდილი.
ჯენოა (3-5-1-1): ფრეი - გრანკვისტი, მანფრედინი, პორტანოვა - პიზანო, კუჩკა, მათუზალემი, მ. რიგონი (67. ვარგასი), ანტონელი - ბერტოლაჩი (89. ოლივერა) - ბორიელო (85. იმობილე).
გაფრთხილება: ბენალოუანე, ვალდესი - ანტონელი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 13-24; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 12-10(4-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 14 000

ატალანტა-კატანია 0:0
ატალანტა (4-3-1-2): კონსილი - სკალონი, სტენდარდო, კანინი, დელ გროსო - ჯორჯი, ბიონდინი (74. რადოვანოვიჩი), კარმონა (62. კაცოლა) - ბონავენტურა, ბრიენცა - დენისი (81. ლივაია).
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - ბელუში, ალვარესი, სპოლი, კაპუანო (22. მარკეზე) - ისკო, ლოდი - ბარიენტოსი, კასტრო, გომესი (80. ბიაჯანტი) - ბერგესიო.
გაფრთხილება: სკალონი, დელ გროსო, ბიონდინი, ბონავენტურა - ალვარესი, კასტრო, ბერგესიო.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-7(1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000

ბოლონია-სიენა 1:1
გოლები: 0:1 ემეგარა (33), 1:1 კონე (41).
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - კერუბინი, სორენსენი, ანტონსონი - მოტა (46. გაბიადინი), პერესი, ტაიდერი, მორლეო - დიამანტი (88. მოსკარდელი), კონე (81. გარიჩი) - ჯილარდინო.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე - ანჯელო (62. ბელმონტე), დელა როკა, რუბინი, ვერგასოლა - სესტუ (73. აგრა), როზინა (88. ბოგდანი) - ემეგარა.
გაფრთხილება: სორენსენი, გაბიადინი - დელა როკა, ემეგარა.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 13-5(3-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 იბარბო (45), 1:1 ბალოტელი (82-პენ.).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ (70. არიაუდო) - ეკდალი, კონტი, დესენა - რიბეირო (56. კოსუ) - იბარბო, საუ (76. პინილია).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, საპატა, მექსე, დე შილიო - მუნტარი, ფლამინი, ამბროზინი (65. ბოიანი) - ელ შაარავი (61. ბოატენგი), ნიანგი (80. რობინიო), ბალოტელი.
გაფრთხილება: მურუ, დესენა, კონტი - მექსე, ამბროზინი, ნიანგი.
გაძევება: ასტორი (81. კალიარი).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-11(2-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 10 000

პალერმო-პესკარა 1:1
გოლები: 0:1 ბარნასონი (73), 1:1 ფაბრინი (80).
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა - ნელსონი (82. ფორმიკა), ბარეტო, დონატი (77. კურტიჩი), დოსენა, რიოსი - ფაბრინი, დიბალა (57. ბოზელი).
პესკარა (4-3-3): პერინი - ძანონი, კოსიჩი (46. ძაური), არსე, ბოკეტი - რიცო, დაგოსტინო, ბლაზი (78. კაშონე) - კაპრარი (65. ბარნასონი), სელიკი, კარალიო.
გაფრთხილება: ბარეტო - ბლაზი, რიცო.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-9(3-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 000

სამპდორია-რომა 3:1
გოლები: 1:0 ესტიგარიბია (56), 2:0 სანსონე (73), 2:1 ლამელა (75), 3:1 იკარდი (77).
სამპდორია (3-5-1-1): რომერო - როსინი, გასტალდელო, კოსტა - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (86. პოულსენი) - სორიანო (46. სანსონე) - იკარდი.
რომა (3-4-1-2): სტეკელენბურგი - მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი (76. დოდო) - ბრედლი (67. ფლორენცი), პიანიჩი, დე როსი, მარკინიო - ლამელა (87. ლოპესი) - ოსვალდო, ტოტი.
გაფრთხილება: გასტალდელო - ბურდისო, დე როსი.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 8-12(6-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 26 000

უდინეზე-ტორინო 1:0
გოლი: 1:0 პერეირა (7).
უდინეზე (3-5-1-1): პადელი - ბენეტია, ანჯელა, დომიცი - ბასტა, პინცი, ალანი, პერეირა, პასკუალე (76. სილვა მოისესი) - მაიკოსუელი (61. კამპოს ტორო) - დი ნატალე (84. რანიჯი).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დამბროზიო, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ბრიგი, გაცი, სანტანა, მეჯორინი (57. ჯონატასი) - ჩერჩი, ბარეტო (76. დიოპი).
გაფრთხილება: დამბროზიო, როდრიგესი, სანტანა (ტორინო).
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 11-5(5-1); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000

ინტერი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 კასანო (2), 1:1 ლ. რიგონი (21), 2:1 რანოკია (26), 3:1 მილიტო (50).
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო - კამბიასო (76. სტანკოვიჩი), კუზმანოვიჩი (84. სკელოტო), გარგანო - პალასიო, კასანო, მილიტო (65. ალვარესი).
კიევო (4-3-1-2): პუჯონი - აჩერბი, დაინელი, ანდრეოლი, იოკიჩი - კოფიე (64. სპუროპულოსი), ლ. რიგონი, სეიმური (70. ლუსიანო) - ჰეტემაი - თერეუ, პალოსკი (76. პელისიერი).
გაფრთხილება: რანოკია, სტანკოვიჩი - ლ. რიგონი.
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 13-6(9-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 000

VideoSportall.Ge
ინტერი - კიევო 3:1


სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 15 - ელ შაარავი (მილანი); 14 - დი ნატალე (უდინეზე); 11 - ოსვალდო (რომა), ლამელა (რომა); 10 - კლოზე (ლაციო), პაცინი (მილანი), ჯილარდინო (ბოლონია); 9 - ჰამშიკი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
15 თებერვალი:
მილანი-პარმა

16 თებერვალი:
კიევო-პალერმო, რომა-იუვენტუსი

17 თებერვალი:
ტორინო-ატალანტა, კატანია-ბოლონია, პესკარა-კალიარი, ნაპოლი-სამპდორია, ჯენოა-უდინეზე, ფიორენტინა-ინტერი

18 თებერვალი:
სიენა-ლაციო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXIV ტურის წინ: იები ბებერი ქალბატონისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული