"პირლოსთვის არ უნდა მიმეცა წასვლის საშუალება და ყველა სადავო საკითხზე უნდა შევთანხმებულიყავით. ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო და ამას ვაღიარებ კიდეც. დღეს რომ ანდრეა ჩვენთან იყოს, ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლებოდა. კიდევ კარგი, რიკარდო მონტოლივო გადმოვიყვანეთ, რომელიც ნაწილობრივ ასრულებს კიდეც ანდრეას ფუნქციას. ვის გადავიბირებდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში? - მარკო ვერატის, რომლის თამაშსაც რამდენჯერმე მივადევნე თვალი და გაოცებული დავრჩი. მისით მართლაც ვართ დაინტერესებულნი და
დაბრუნდება ლეონარდო?
"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ანდრეა სტრამაჩონის მისამართით საქებარი სიტყვები არ თქვას, მაგრამ ბოლო პერიოდში ამის საბაბი სულ უფრო ნაკლებად ეძლევა. მილანური გრანდი არასტაბილურად ასპარეზობს, განსაკუთრებით, გასვლით შეხვედრებში მოიკოჭლებს და შედეგად, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა ჩამოქვეითებული. არადა, ახალ წლამდე "ნერაძური" სკუდეტოს მაძიებლად განიხილებოდა.
მოკლედ, ლომბარდიულ გრანდს ცუდად წაუვიდა საქმეები და სულ უფრო ხშირად ისმის ანდრეა სტრამაჩონის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
იტალიურ სპორტულ პრესაში ფრიად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "ინტერში" შესაძლოა ლეონარდო დაბრუნდეს. 43 წლის ბრაზილიელი "ინტერს" 2010-2011 წლების სეზონში წვრთნიდა, დღეს კი ფრანგული პსჟ-ის სპორტული დირექტორია. პრესაში გავრცელებულ ცნობებს მასიმო მორატი გამოეხმაურა:
"სტრამაჩონის ვენდობი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი ბედი შედეგებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს რაიმეზე გადაჭრით საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება ლეონარდოს, მისი წასვლა ჩვენი ინიციატივა არ იყო და შესაბამისად, მოსვლასაც მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, "ინტერს" ჰყავს მწვრთნელი, რომელიც აგრძელებს მუშაობას. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
პეპე საოპერაციოა
სიმონე პეპე ტრავმებმა გააწამა, რის გამოც მიმდინარე სეზონში, პრაქტიკულად, არ უწევს ასპარეზობა. 29 წლის შემტევი ზაფხულში დაშავდა და თვეების განმავლობაში იყო ჩამოშორებული სპორტს. სიმონე ახლახან გამოჯანმრთელდა, 20 წუთი ითამაშა კიდეც და ფორმის აღდგენას შეუდგა, მაგრამ ისევ დაიმტვრა და ისევ ლაზარეთში ამოჰყო თავი.
20 თებერვალს გავრცელებული ცნობის თანახმად, "იუვენტუსის" ექიმებმა ხელები ასწიეს და ფეხბურთელი ტურინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლინიკას გადააბარეს... მედიკოსების თქმით, სიმონეს მხოლოდ ოპერაცია თუ უშველის, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს:
"თვეების განმავლობაში ვმკურნალობდი და თავი ჯანმრთელი მეგონა, როდესაც ისევ ტკივილებმა შემახსენა თავი. როგორც ექიმებმა მითხრეს, ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში აღარ მომიწევს თამაში, რაც ჩემთვის მძიმე განაჩენია. იმედია, ოპერაცია კარგად ჩაივლის და მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: ახალი სეზონიდან "მილანი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს