მარკო მატერაცი: თუ მოურინიო პსჟ-ში გადავა, იბრაჰიმოვიჩს კარგი დღე არ ელის

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხშირად აქებს ხოლმე ჟოზე მოურინიოს.

არ არის გამორიცხული ახლო მომავალში პორტუგალიელი პარიზული კლუბის თავკაცი გახდეს, თუმცა იბრას ერთი ყოფილი თანაგუნდელის აზრით, ეს ზლატანს კარგს არ მოუტანს.

მილანის "ინტერის" ლეგენდამ, მარკო მატერაციმ განაცხადა: "თუ მოურინიო პსჟ-ში გადავა, წარმოდგენაც კი მიჭირს რა შეიძლება დაემართოს იბრაჰიმოვიჩს. ისინი ერთმანეთს კარგად არ დაშორებიან. იბრამ წინასასეზონო მზადებისას ლოს ანჯელესში მიგვატოვა და "ბარსაში" გადაბარგდა. წასვლის წინ იბრამ კრისტიან კივუს უთხრა, რომ უმისოდ "ინტერი" სკუდეტოს ვერ მოიგებდა. ამან კი ბოსი გააღიზიანა. მოუმ
მაშინ იბრას განუცხადა, რომ უმისოდ "ინტერი" ყველაფერს მოიგებდა და შეასრულა კიდევაც. აი, ასეთი ისტორიაა
".

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი 2009 წელს გადავიდა "ინტერიდან" "ბარსელონაში", მაშინ ჟოზე მოურინიო "ინტერის" მწვრთნელი იყო.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: რომელი კლუბი იტყოდა უარს მოურინიოსა და რონალდოზე?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული