უკვე მე-16 წუთიდან მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ნახევარმცველი კანდრევა გააძევა. ანგარიში ჯამპაოლო პაცინიმ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კევინ პრინს ბოატენგმა ორამდე გაზარდა "მილანის" უპირატესობა, ხოლო მეორე ტაიმში პაცინიმ დუბლი შეასრულა.
ამ მოგებით "მილანმა" ადგილი გაუცვალა "ლაციოს" და მე-3 ადგილზე გადავიდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.
მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა: "ახლა ჩვენი საფიქრალი მოპოვებული მე-3 ადგილის შენარჩუნება იქნება.
"ლაციოს" თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თავისიანები შეაქო და აღნიშნა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, მათ ბოლომდე იბრძოლეს.
ჯამპაოლო პაცინიმ აღნიშნა, რომ უხარია მწვრთნელის ნდობა რომ გაამართლა: "ბედნიერი ვარ, სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. "მილანმა" ბოლო თვეებში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, ჩვენ გამოვასწორეთ სიტუაცია, რომელიც უბრალოდ საშინელი იყო სეზონის პირველი ორი თვის განმავლობაში".
Video
მილანი - ლაციო 3:0
მილანი - ლაციო 3:0
ასევე იხილეთ:
ნეაპოლური ფრე და კავანის იდაყვი [VIDEO]