"პალერმოს" კომიკოსი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
კომიკოსი – ასე შეამკო "რაი სპორტის" ჟურნალისტმა "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაათავისუფლა მწვრთნელი დაკავებული პოსტიდან. ამჯერად ჯამპიერო გასპერინიმ მხოლოდ ორი მატჩი გაძლო და გასულ უქმეებზე განცდილი მარცხის შემდეგ კარისკენ მიუთითეს. სიცილიურ გუნდს ჯუზეპე სანინო ჩაიბარებს, 55 წლის სპეციალისტი, რომელიც სეზონის სტარტზე ედგა "პალერმოს" სათავეში.

სანინომ მიმდინარე სეზონი დიდი ამბიციებით დაიწყო, მაგრამ მალევე ძამპარინიმ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა და გუნდი ჯამპიერო გასპერინის ჩააბარა... ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი თვე დარჩა პოსტზე და ადგილი ალბერტო მალეზანის დაუთმო, რასაც ამ ორი მწვრთნელის
კიდევ ერთხელ დატრიალება მოჰყვა – ბოლო აკორდი გასპერინის ორმატჩიანი დაბრუნება და მისი კიდევ ერთხელ გათავისუფლება გახლდათ, რასაც არა მალეზანის, არამედ სანინოს დანიშვნა მოჰყვა.

იტალიელი ჟურნალისტები სიცილიური კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, როდემდე აპირებს მაიმუნობას, რაზეც შემდეგი მოისმინეს:

"მე არავის საქმეში ვიჭრები და კარგი იქნება, თუ თავს დამანებებთ. კარგად მესმის, რომ ეს კლუბი მთელი ქალაქისაა და არა მხოლოდ ჩემი, მაგრამ რადგან პრეზიდენტი ვარ, გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ. "პალერმო" ჭაობიდან ამოვიყვანე და კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ. დავქვეითდებით - არა უშავს, ისევ ამოვალთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. "სიენასთან" მარცხი მეტისმეტი იყო და მწვრთნელიც ამიტომ შევცვალე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. XXVIII ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები: სკუდეტო "იუვესია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული