ანტონიო კონტე: სკუდეტო მოვიგე და კიდევ ერთხელ მოვიგებ [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ბოლონიასთან" (2:0) იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"თუ ჩვენი ქომაგისთვის არაფრის თქმა არ შემიძლია და არ შემიძლია ქომაგთან ერთად ვიზეიმო, მაშინ მითხარით რა შემიძლია? ხალხს აღიზიაენს, რომ ვიგებთ, მაგრამ უპატივცემულობა არავის მიმართ არ გამომიხატია.

ზოგჯერ ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება: ავტობუსს, რომლებშიც ფეხბურთელები არიან, ქვებს ესვრიან, ლანძღავენ. რა პრობლემაა თუ გამარჯვება ქოგამთან ერთად ვიზეიმე?

სკუდეტო მოვიგე და კიდევ ერთხელ მოვიგებ. ეს ნიშნავს, რომ ვინმეს პატივს არ ვცემ? ჩემი კოცნა კამერის წინ? ის ჩემი ქალიშვილის
მისამართით იყო.

"იუვენტუსი" ახლა უბრალოდ დაფრინავს. ასე იყო გასულ სეზონშიც. მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ და გვინდა ეს გზა გავაგრძელოთ. წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია 9 მატჩი",
- თქვა კონტემ.

VideoSportall.Ge
16.03.13. ბოლონია - იუვენტუსი 0:2


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული