ადრიანო გალიანი: გატუზო "მილანის" მწვრთნელად? ჯენაროს დრო ჯერ არ მოსულა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მომავალზე ისაუბრა.

"გატუზო "მილანში"? "როსონერის" ყველა ყოფილ ფეხბურთელს სურს "მილანის" გაწვრთნა, მაგრამ ჯერჯერობით ჯენაროს დრო არ მოსულა.

გეფიცებით, ალეგრის ამ დროისთვის სანერვიულო არაფერი აქვს. ეს საერთოდ არაა მისთვის პრობლემა. მან კონტრაქტის მიხედვით 2014 წლამდე უნდა იმუშაოს",
- თქვა გალიანიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული