ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ
სტევან იოვეტიჩის ლონდონის "არსენალში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. 23 წლის ჩერნოგორიელის გადაბირებით
არსენ ვენგერი დიდი ხანია, დაინტერესებულია და როგორც ამბობენ, მიზანთან ისე ახლოა, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, თავად სტევანს სურს ფლორენციის დატოვება და ვენგერის შანსებიც ამან გაზარდა. იოვეტიჩის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი "ფიორენტინას" ვეტერანმა ფორვარდმა
ლუკა ტონიმ გააკეთა და ახალგაზრდა თანაგუნდელს ლონდონში გადაბარგებისგან თავის შეკავება ურჩია:
"
ვიცი, რომ სტევან იოვეტიჩი "არსენალში" გადასვლაზე ფიქრობს, რაც შეცდომა მგონია. "ფიორენტინას" მესვეურებს შესანიშნავი პროექტი აქვთ და 10 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, არც კი ვიფიქრებდი სხვაგან გადასვლაზე. სამწუხაროდ, მე კონტრაქტის მაქსიმუმ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა მაქვს, სტევანს კი ყველაფერი წინ აქვს. თუ გრანდში გადასვლა სურს, შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედზე" ან "ჩელსიზე" შეაჩეროს არჩევანი, "არსენალი" კი "ფიორენტინას" ბევრით არაფრით ჯობია. სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს, უბრალოდ, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:სტევან იოვეტიჩი მზადაა, გუნდი შეიცვალოს