ახალი წესების თანახმად, სერია B-ს კლუბებს ფეხბურთელისთვის წელიწადში მაქსიმუმ 300 000 ევროს გადახდის საშუალება ექნებათ. ამ თემაზე კომენტარი რანგით მეორე დივიზიონის დირექტორმა ანდრეა აბოდიმ გააკეთა:
"ხშირად ხდება, რომ სერია B-ს კლუბებს ფეხბურთელები უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და მათ სამჯერ უფრო მეტ ხელფასს უხდიან, ვიდრე ადგილობრივ მოთამაშეებს. ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ აკეთებენ,
"ლეგა კალჩოს" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მეტად, აურელიო დე ლაურენტისის იდეებით დაინტერესდნენ და ბრიფინგზეც ამ თემას დიდი დრო დაეთმო. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი კალჩოში რევოლუციური ცვლილებების მომხრეა და სურს, რომ სერია A-ს კლუბების ახალგაზრდული გუნდები ლიგა პროს გათამაშებაში ჩაერთონ, ანუ რანგით მესამე დივიზიონში - ამ თემაზე "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტმა მარიო მაკალიმ შემდეგი განაცხადა:
"დე ლაურენტისის იდეა საფუძველს მოკლებულია და ეს ის საქმეა, რომელსაც სულ ბოლოს გავაკეთებთ, ანუ არასდროს... იტალიაში უამრავი ქალაქია, რომლებსაც სერია A-ს დონის გუნდი არ ჰყავთ და ისინი ქვედა ლიგებში ასპარეზობით შემოიფარგლებიან. როგორც ჩანს, სენიორ აურელიოს სურს, რომ ისინი იქაც შეავიწროვოს და სანაცვლოდ, ჩემპიონატში თავისი გუნდი ჩართოს. "ნაპოლი" სერია A-შიც, სერია C-შიც და ბარემ სერია B-შიც – რა ვუყოთ პატარა ქალაქებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ფეხბურთი? – თუ პრო ლიგის დივიზიონებში 30-30 გუნდი ვათამაშოთ? – მოკლედ, დე ლაურენტისის იდეა იდეად დარჩება. თუ ახალგაზრდებისთვის პრაქტიკის მიცემა სურთ, ათამაშონ ელიტარულ დივიზიონში, ამის წინააღმდეგი არავინაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აურელიო დე ლაურენტისი: როგორ ვუშველოთ იტალიურ ფეხბურთს