ანტონიო კონტე: კამბიასომ ლამაზი ჟესტი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მილანის "ინტერთან" (2:1) იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა ესტებან კამბიაოს მხარი დაუჭირა, რომელიც მოედნიდან სებასტიან ჯოვინკოზე უხეში თამაში გამო გააძევეს.

"დიდი პატივს ვცემ ესტებან კამბიასოს, ხავიერ ძანეტისა და ვალტერ სამუელს. მათ წინააღმდეგ პირადად მითამაშია და ვიცი, როგორი პატიოსანი და სამართლიანი ადამიანები არიან. ასეთი ფეხბუთელები მხოლოდ ქებას იმსახურებენ.

კამბიასომ ლამაზი ჟესტი გააკეთა, როცა ჩვენს გასახდელში მოვიდა მატჩის შემდეგ და ბოდიში მოიხადა. ის სიტუაციას არ აკონტროლებდა და არ უნდოდა ჯოვინკოსთვის რამე
დაეზიანებინდა",
- თქვა კონტემ.

VideoSportall.Ge
30.03.13. ინტერი - იუვენტუსი 1:2


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული