ვალონ ბეჰრამი: "მილანთან" მატჩში "ნაპოლი" ფავორიტი არაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი სერია A-ს 32-ე ტურის მატჩში თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი ნეაპოლელები 14 აპრილს სტუმრად "მილანს" ეთამაშებიან, რომელსაც 4 ქულით უსწრებენ.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენ ფავორიტებად მოგვიხსენიებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.

"მილანი" ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო დროს ბევრი თამაშიც მოიგო და ახლა თუკი დავმარცხდებით, ძალიან მოგვიახლოვდება.

თუკი თამაშისადმი სათანადოდ არ განვეწყობით, აუცილებლად დავზარალდებით. საჭიროა თავიდანვე განვახორციელოთ მეტოქეზე ზეწოლა და დაცვაში საიმედოდ გავისარჯოთ",
- აღნიშნა შვეიცარიელმა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXII ტურის
წინ: დიდი ბრძოლა "სან სიროზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული