იტალიურ კლუბებს ლეგიონერების რიცხვის გაზრდა სურთ

AutoSharing Option
სერია A-ს კლუბები აპირებენ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ლეგიონერების მომატების თხოვნით მიმართონ.

იტალიურ კლუბებს სურთ, რომ სეზონის განაცხადში სამი ლეგიონერი შეიყვანონ. შეგახსენებთ, რომ კლუბებს სეზონის განაცხადში მხოლოდ ორი ლეგიონერის შეყვანის უფლება აქვთ.

ასეთი ნაბიჯისსკენ კლუბებს ევროთასებზე არასახარბიელო გამოსვლამ უბიძგა. სერია A-ს არც ერთი გუნდი არ გასულა ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან იტალიაში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით კლუბს აქვს უფლება ერთ სეზონში მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეიძინოს, ვისაც ევროკავშირის პასპორტი არ აქვს. ამასთან ერთად "ძველმა" ლეგიონერმა განაცხადში ადგილი "ახალს"
უნდა დაუთმოს და შესაბამისად "ძველი" ლეგიონერი განაცხადის მიღმა რჩება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული