თამაშის პერიპეტიების აღწერას აღარ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საწყისი და ბოლო წუთები "ინტერის" უპირატესობით წარიმართა, შუა პერიოდში კი "რომა" უკეთ უტევდა. შეხვედრის გმირად მატია დესტრო უნდა შევრაცხოთ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ისედაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა. ვთქვათ ისიც,
იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, "ინტერის" მორიგი ფიასკო და სეზონის უკვე გარდაუვალი ჩაფლავება ანდრეა სტრამაჩონისთვის განაჩენია... თუმცა, თვითონ მწვრთნელი ასე არ ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონშიც მილანური გრანდის მესაჭე იქნება:
"სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთი მატჩია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ. შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. უბრალოდ, დღეს მეტოქეს გაუმართლა, რომელსაც ასევე კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა.
ჩემი მომავალი? – დღეს ამაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ მცალია, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს და სეზონი, რაც შეიძლება, მაღალ საფეხურზე უნდა დავასრულოთ. ისე კი, კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობას ვგრძნობ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს".
დერბი ფინალში
საპირისპირო ბანაკში სრულიად სხვაგვარი, საბრძოლო განწყობაა. "რომას" მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის "ინტერთან" მატჩი უკვე წარსულია, წინ კი რომაული დერბია. დიახ, იტალიის თასის ფინალში "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ლაციოს" დაუპირისპირდება.
თუ რა მოხდა ბოლო რომაულ დერბიზე, ყველას კარგად მოგეხსენებათ; ამჯერად კი ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალი იქნება, გუნდები ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ტიტულისთვის იბრძოლებენ - თანაც საკუთარ კედლებში, "სტადიო ოლიმპიკოზე". გადამწყვეტი მატჩი 26 მაისს გაიმართება, ფრანჩესკო ტოტი კი საბრძოლო განწყობას აქედავე იქმნის:
"ეს იქნება უდიდესი მატჩი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. "ლაციო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. წარმომიდგენია, რა ატმოსფერო იქნება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც ჩვენ ტრადიციულად ვხვდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, ბევრი რამე მწვრთნელების გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული, მე კი აურელიო ანდრეაცოლის ბოლომდე ვენდობი".
Video
17.04.13. ინტერი - რომა 2:3
17.04.13. ინტერი - რომა 2:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრანჩესკო ტოტი: თასის ფინალი მთელი რომისთვის უნიკალური იქნება [VIDEO]
ნახევარი გუნდი აკლდა.