ანტონიო კონტე: მაგალითი მიუნხენის "ბაიერნისგან" უნდა ავიღოთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ორი-სამი ახალი ფეხბურთელის დამატება საკმარისი არ იქნება.

მისი თქმით, ტურინელებმა მაგალითი მიუნხენის "ბაიერნისგან" უნდა აიღონ.

"როდესაც მესმის - "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს, თუკი ორ-სამ კარგ ფეხბურთელს დაიმატებსო, სასაცილოდ არ მყოფნის.

სინამდვილეში კი ყველაფერი არც ისე მარტივადაა.

ჩემი ნება რომ იყოს, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც მოვიწვევდი, სუარესსაც და იგუაინსაც. თუმცა, არც ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის საკმარისი.

ჩვენ მაგალითი "ბაიერნისგან" უნდა ავიღოთ, სადაც თითოე
ული ფეხბურთელის ძლიერ მხარეს გუნდის ინტერესებისთვის სათანადოდ
იყენებენ",
- აქვეყნებს კონტეს ნათქვამს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, "ბებერმა ქალბატონმა" იტალიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ კვირას, 5 მაისს, "პალერმოსთან" გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXV ტური: დაბადებული სკუდეტოსთვის [VIDEO]
ანტონიო კონტე: ამაზე მეტი, უბრალოდ, არ შეგვეძლო
ანტონიო კონტე: "ბაიერნი" "ბარსელონასა" და "რეალის" დონის ყოფილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული