ვალტერ მაცარი: ჯერ მარადონას რეკორდი უნდა დავამხოთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, თუმცა სპეციალისტისთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა - მას სერია A-ში მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღწევა სურს.

ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში "ბოლონია" ანგარიშით 3:0 გაანადგურეს, რითაც ცხრილში მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს.

რადგან დარჩენილ ორ ტურში "ნაპოლი" ცხრილში ვეღარც წინ წავა ("იუვენტუსი" უკვე ჩემპიონია) და ვეღარც დაქვეითდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, თუმცა გუნდის თავკაცი ასე სულაც არ ფიქრობს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეს არაჩვეულებრივი წარმატებაა,
მაგრამ კიდევ ორი გამარჯვება ჩვენ ქულებით უკეთეს შედეგს მოგვიტანს, ვიდრე დიეგო მარადონას პერიოდის "
ნაპოლის" ჰქონდა, - გაიხსენა მაცარიმ დიდი არგენტინელის დროება ნეაპოლში.

წელს მხოლოდ ექსტრაორდინარულ "იუვენტუსს" ჩამოვრჩით. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ და მისი მაჟორულ ნოტაზე დასრულება მწადია.

რა თქმა უნდა, გუნდი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაში პირველად გავაღწიეთ".

"ნაპოლიმ" ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2011/12 წლების სეზონში მიიღო, სადაც 1/8-ფინალამდე მიაღწია.

გუნდის თავკაცთან კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება. აღსანიშნავია, რომ მაცარიმ მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი უკვე თქვა.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და ამის შესახებ აურელიო დე ლაურენტისსაც ველაპარაკე.

ჩემი გადაწყვეტილება პირად მიზეზებს უკავშირდება და აუცილებლად კარგად უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი, სანამ "ნაპოლიში" მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მივიღებ",
- აქვეყნებს მაცარის ნათქვამს "ფუტბოლ იტალია".

ასევე იხილეთ:
სერია A. XXXVI ტური: მასპინძელთა შავი დღე ფინიშის სწორზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული