38 წლის სპეციალისტს ტოსკანელებთან კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ მასზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ, რომ მონტელას სამსახურით "მილანის", "ინტერის", "რომას" და თვით "ჩელსის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი. რა პოზიციაზეა თავად მონტელა და აპირებს თუ არა გარემოს გამოცვლას? - ამაზე თავად ისაუბრებს:
"ფლორენციაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ვიცი, რომ ჩემით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. "ფიორენტინას" მესვეურებს
ჟურნალისტებმა ვინჩენცო მონტელას საოცნებო გუნდზე ჰკითხეს და ერთობ მოულოდნელი პასუხი მიიღეს: "თქვენ ალბათ გგონიათ რომ ან "რეალს" ვიტყვი, ან "ბარსელონას", ან თუნდაც "რომას", სადაც კარიერის დიდი ნაწილი გავატარე. რეალურად, ჩემი ოცნების გუნდი "ნაპოლია", რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ. მართალია. დღეს ჩემში გულშემატკივარი მიძინებულია, მაგრამ გულის სიღრმეში ეს განცდა მაინც იმალება. ნეაპოლთან ახლოს, პატარა ქალაქ კასტელოში დავიბადე და რვა წლის ვიყავი, როდესაც პირველად "ნაპოლის" თამაშს ვუყურე - იმ შეხვედრაში დიეგო მარადონამ ჰეთთრიკი შეასრულა და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
"ნაპოლის" მიმართ დღემდე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს ჩავუდგე კიდეც სათავეში. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ფიორენტინა" ზაფხულში გაძლიერდება