სერია A-დან "პესკარა", "სიენა" და "პალერმო" გავარდნენ

AutoSharing Option
სერია A-ში კიდევ ორი უიღბლო კლუბის ვინაობა გაირკვა, რომლებიც "პესკარასთან" ერთად დატოვებენ უმაღლეს ლიგას.

ფლორენციაში "ფიორენტინამ" 1:0 მოუგო "პალერმოს" და სერია B-ს საგზური გამოუწერა. ერთადერთი გოლი ამ თამაშში ლუკა ტონიმ გაიტანა.

"კიევო" შინ 1:1 დაუზავდა "ტორინოს" სირილ ტეროს გოლს ალესიო ჩერჩიმ უპასუხა. ხოლო "ჯენოა" "ინტერს" 0:0 ეთამაშა. შედეგად, "სიენა" თამაშამდე დაემშვიდობა ელიტას.

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: ერთი მატჩიც და ყველა დამსახურებულ შვებულებაში წავა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული