მორატის მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: მიმდინარე სეზონში დაგროვილი გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალიატმა ისევ ჩვენს გუნდს უნდა მოახმაროს და არა კონკურენტსო. მოკლედ, სენიორ მასიმო მწვრთნელს ნდობას უცხადებდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც აევსო მოთმინების ფიალა. "ინტერმა" სეზონის ფინიში სამარცხვინოდ ჩაატარა, რომლის "გვირგვინი" "უდინეზესთან" საშინაო მარცხი გახლდათ. მარცხიცაა და მარცხით, 2:5 მეტისმეტი გახლდათ და ეს ნამატჩევს მორატიმაც აღნიშნა:
"საშინელი
მორატის ამ განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ მალე კი გავრცელდა ცნობა, რომ ანდრეა სტრამაჩონის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასიმო მორატიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მომდევნო სეზონიდან სტრამაჩონი "ნერაძურის" მესაჭე აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მორატის მორიგი კომენტარი ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს:
"ანდრეა სტრამაჩონი ნიჭიერი მწვრთნელია და მას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ განვლილი სეზონი პირწმინდად ჩაუვარდა. დარჩება თუ არა მთავარ მწვრთნელად? - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, ბოლო თამაშებმა ჩემში მომავლის რწმენა შეარყია. ამიტომ ცვლილებებია საჭირო".
არ გაგიკვირდებათ, თუ დავძენთ, რომ ანდრეა სტრამაჩონის სავარაუდო შემცვლელად ვალტერ მაცარი განიხილება. დღეს "ნაპოლის" ექს-თავკაცი ყველაზე მოთხოვნადი იტალიელი სპეციალისტია და ბუნებრივია, მისი გადაბირება მორატისაც უნდა - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერს" ხუთი ახალი ფეხბურთელი შეუერთდება