"რომამ" ლოგო შეცვალა

AutoSharing Option
"რომას" მესვეურებმა კლუბის ახალი ლოგო წარადგინეს, რომელიც მომდევნო სეზონიდან გუნდის მაისურს დაამშვენებს.

ლოგო ძველისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მაინც შესულია. მაგალითად, კლუბის ინიციალები (ASR) სახელმა (ROMA) ჩაანაცვლა და ძუ მგელიც უფრო ვერცხლისფერია, ვიდრე უწინ. ამასთან, ლოგოზე კლუბის დაარსების თარიღია დატანილი. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ პატივს ვცემთ კლუბის ისტორიას და ამიტომ ლოგოტიპში ძირეული ცვლილებები არ მოგვიხდენია. თუმცა შევიტანეთ შტრიხები, რომლებმაც ლოგოს ახალი სიცოცხლე შესძინა. ახალი ლოგო კარგად ასახავს ტრადიციების მიმართ ჩვენს პატივისცემას და მომავლის
ხედვას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული