"ფიორენტინა": სტევან იოვეტიჩი არ იყიდება!

AutoSharing Option
ფლორენციის "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ სტევან იოვეტიჩის ტრანსფერს ვეტო დაადო.

მან თქვა, რომ "ვიოლას" გოლეადორი არ იყიდება და ეს ან იმ მიზნით გააკეთა, რომ 23 წლის ფეხბურთელის მსურველებთან ფასზე უკეთ ივაჭროს, ანაც გაჯიუტდა და იოვეტიჩს მართლა არ თმობს.

"ჩვენ უკვე მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი აზრი სტევანთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემა არ არის, კიდევ გავიმეორებ: იოვეტიჩს არ ვყიდით! - განუცხადა პრადემ ჩვენს იტალიელ კოლეგებს და დასძინა, - პრეზიდენტმა იოვეტიჩს სიტყვა მისცა, რომ ზაფხულში დასხდებიან და დაილაპარაკებენ. იმისათვის, რომ სტევანი სადმე გადავიდეს, კონკრეტული
მოთხოვნებია შესასრულებელ
ი. თუ ეს არ მოხდა, იოვეტიჩი ჩვენთან ძალიან დიდხანს და სიამოვნებით დარჩება!"

ცნობილია, რომ იოვეტიჩის გადაბირება ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსს" უნდა, მაგრამ პრადე ამბობს, ტურინიდან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღიაო. "იუვენტუსს" ოფიციალური შემოთავაზებით არ მოუმართავს. იოვეტიჩს კი არასდროს უთქვამს, რომ წასვლა უნდა," - აცხადებს პრადე.

ფლორენციული კლუბის შეფმა იოვეტიჩის პოტენციურ შემცვლელებზეც ისაუბრა: "ვიცი, რომ პრესა ჩვენთან მიმართებაში აქტიურად ახსენებს მარიო გომესის, ბურაქ ილმაზისა და ალვარო ნეგრედოს გვარებს. პირადად მე ამ ფეხბურთელების თაობაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, ხოლო რაც შეეხება ხოაკინს - "მალაგასთან" მოლაპარაკებები გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ხოაკინს გადმოვიბირებთ".

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, "ფიორენტინას" "პალერმოს" ნახევარმცველი იოზიპ ილიჩიჩიც აინტერესებს.

"გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "იუვეს" კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა იოვეტიჩზეც ისაუბრა. "სტევან იოვეტიჩი მშვენიერი თავდამსხმელია. მივესალმები მის ტრანსფერს! - აღნიშნა ბუფონმა და იხუმრა, - საერთოდ, "იუვენტუსში" ყველა კარგი ფეხბურთელის გადმოსვლას მივესალმები, გარდა მეკარისა!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტევან იოვეტიჩი "იუვეში" გადადის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული